თეგებით ძიება

რომელი სტიქიური მოვლენა ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი - ცეცხლი ვერძის ნაცნობებმა იციან, რომ ამ ნიშანთან ცეცხლი შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს. ვერძის სიბრაზე წამიერად, ალივით ინთება. ყოველთვის რაღაც უაზრობის გამო. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და უცებ ცეცხლის კედელი აღიმართება. და თუ მაშინვე არ ჩააქრობთ ცეცხლს, ვეღარაფერს გადაარჩენთ. ან ჩააქრობთ და დამწვრობას მიიღებთ, ან გაიქცევით და უკან დასაბრუნებელი ადგილი აღარ გექნებათ.

კურო - ცუნამი
ცუნამის მთავარი საშიშროება - მოულოდნელობაა. სულ ახლახან მზე ანათებდა, ოკეანე მშვიდი იყო და უცბად, ერთ წამში მოვარდა წყალი და მთელი ნაპირი დაფარა. ცუნამს ვერ იწინასწარმეტყველებ. კატასტროფის მიზეზი არ არის შტორმი, არამედ - მიწისძვრა. თუ კურო პროვოკაციაზე არ წამოეგო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასში არაფერი ამოხეთქავს. როდესაც მსხვერპლი გააცნობიერებს, რომ კურო გააბრაზა - უკვე გვიან იქნება!


ტყუპი - ქარიშხალი
ტყუპის მრისხანება ისევე მოსალოდნელი რამაა, როგორც ქვიშის ქარბუქი. ხედავ უდაბნოს? ქვიშის ქარბუქის მოახლოებასაც დაინახავ. ტყუპი არ არიან დამნაშავეები იმაში, რომ სწორედ ახლა დაიწყო ქარბუქი. ისინი ამას ვერ აკონტროლებენ.


კირჩხიბი - ჭექა-ქუხილი
კირჩხიბის მრისხანება ჭექა-ქუხილია, ყველასათვის ჩვეული მოვლენა. ჭექა-ქუხილის დროს შეგიძლია ისეირნო, უყურო ელვას და თავი უსაფრთხოდაც იგრძნო. ელვის ხაზები სადღაც, ძალიან შორსაა, ქუხილის ხმა კი - უბრალოდ ხმაური. აბსოლუტურად უსაფრთხო. კირჩხიბთანაც ასეა. ისინი ხმაურობენ, მაგრამ არასოდეს მოგაყენებენ ზიანს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა