TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სოლუმ დეველოპმენტი
  • ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 23 წლის მამაკაცი დააკავეს

    შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    "გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში 3 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში 5 ავტომობილი დააზიანა, 3 ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთები მოიპარა," - ნათქვამია განცხადებაში.

    სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს.
    440 ნახვა
    12-01-2019, 02:49