X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი
  • დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი

    ტრაგედია თბილისში, რომელსაც 4 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

    გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ "ყაზტრანსგაზის" ის თანამშრომლები, რომლებიც ტრაგედიამდე ადგილობრივებმა კორპუსში დახმარებისთვის გამოიძახეს.

    უბედური შემთხვევა დიღომში, ერთ-ერთი კორპუსის 6-ე სართულზე 20:30 საათზე მოხდა. მიზეზი არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარედ კიდევ 3 კორპუსი დაზიანდა. ბიძგები დიღომში, სხვა ქუჩაზე მდებარე კორპუსებშიც იგრძნობოდა.
    418 ნახვა
    Loading...
    16-01-2019, 23:25