X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
  • საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

    საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ლელა ქსოვრელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

    საგამოძიებო უწყება ლელა ქსოვრელს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება. მას ბრალის დადგენილება პროკურორებმა გუშინ ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნეს.

    ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს. 4 წლის ნინო ზალინაშვილის ცხედარი კი ამ დრომდე პროზექტურაშია დასვენებული.

    პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს. დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად ამ დროისთვის დანიშნულია ექსპერტიზები.
    270 ნახვა
    Loading...
    24-01-2019, 10:34