გიორგი კეკელიძემ ქუინსის ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გახსნა
ყველასათვის საყვარელი მწერალი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე სამუშაო ვიზიტით შტატებში იმყოფება.
მისი ძალისხმევით ნიუ–იორკში, ქუინსის ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროცესი სამი წლის წინ დაიწყო და წელს სიმბოლურად დასრულდა – ბიბლიოთეკაში ასობით ქართული გამოცემა, ფილმი და აუდიო–ჩანაწერია. "ამერიკაში ჩემს თანამშრომლებთან – ლევან თაქთაქიშვილთან და მაია სიმონიშვილთან ერთად ვიმყოფები. წინ კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის.
მადლობა მხარდაჭერისთვის ,,ამერიკის ხმას’’, საქართველოს საკონსულოს ნიუ–იორკში, გამომცემლობა პალიტრა L–ს," - წერს გიორგი თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
#გიორგიკეკელიძე #GIORGIKEKElIDZE






ავტორი: ცისნამი საყვარლიშვილი