თეგებით ძიება
27. 01. 2019 News-ები

ბოლო პერიოდში ბინების და საცხოვრებელი სახლების გაქურდვისთვის თბილისში 6 პირი დააკავა

პოლიციამ ბოლო პერიოდში ბინების და საცხოვრებელი სახლების გაქურდვისთვის თბილისში 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში სულ დაკავებულია 6 პირი

"პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1975 წელს დაბადებულმა დ.მ.-მ თბილისში, დიდი დიღომში, ერთმანეთის მეზობლად მდებარე, ორი მოქალაქის საცხოვრებელი ბინების გაქურდვა სცადეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები - ე.წ. "ატმიჩკები" ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

აღნიშნული ფაქტების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში თბილისში, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოზე და ვარკეთილში ბინები, დიღმის სანერგე მეურნეობაში კი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტები გახსა,“- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა