X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
15 წლის მოზარდი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს
  • 15 წლის მოზარდი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს

    შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.ა., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    "გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს," - ნათქვამია ინფორმაციაში.

    გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
    208 ნახვა
    Loading...
    9-02-2019, 01:30