X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
გიორგი ქადაგიძე დღეს პროკურატურაში იყო დაბარებული
  • გიორგი ქადაგიძე დღეს პროკურატურაში იყო დაბარებული

    გიორგი ქადაგიძე დღეს პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა. რამდენიმე საათში პროკურატურა შუამდგომლობით უკვე სასამართლოს მიმართავს, რათა ქადაგიძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს. საქმე ეხება TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებულ ფულის გათეთრებას - იმ პერიოდში, რომელზეც გამოძიება საუბრობს, გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ქადაგიძემ დღის ბოლოს განცხადება სოციალურ ქსელშიც გააკეთა მისი თქმით, საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატად ის სასამართლოში ჩვენებას ადვოკატების გარეშე მისცემს. აქვე ქადაგიძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.
    201 ნახვა
    Loading...
    6-03-2019, 23:18