ცისნამი საყვარლიშვილი ქართულ გამომცემლობებს მიმართავს
ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი - ცისნამი საყვარლიშვილი ქართულ გამომცემლობებს მიმართავს.
"ძვირფასო ქართველო გამომცემლებო,
2019 წლის 6 მარტს, ყველასათვის საყვარელი მწერლის - გაბრიელ გარსია მარკესის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ცნობილი ლათინო-ამერიკელი მწერლის - სილვანა პატერნოსტროს ახალი წიგნის "Solitude & Company”-ის პრემიერა შედგა, სოჰოზე, დაუნთაუნ მანჰეტენზე. სილვანა წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი წიგნი მარკესის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. წიგნში მოთხრობილია ბევრი ისეთი დეტალი რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. უკვე გამოიცა ორ ენაზე: ინგლისური და ესპანური. ვფიქრობ ძალიან საინტერესო სიახლე იქნება ქართველი მკითხველისთვის, თუკი რომელიმე ქართული გამომცემლობა დაინტერესდება და წიგნს ქართულად გამოსცემს.
გთხოვთ მოიფიქროთ და შემეხმიანეთ. შემიძლია პირადად დაგაკავშიროთ სილვანას აგენტს, გამომცემელს და ერთად ვიმუშაოთ ამ მაგარ საქმეზე.
გისურვებთ წარმატებებს.
პატივისცემით, ცისნამი



