ჭავჭავაძეზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა მისი ცხედარი რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს.
ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.