თეგებით ძიება

როგორ დავიცვათ სახლი ბოროტი თვალისა და შურისგან?

ალბათ ყოფილა შემთხვევა, რომ მოულოდნელად და უმიზეზოდ, შეიძლება არაფრის გამო, სახლში უმნიშვნელო კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაზრდილა. ზოგჯერ, უმნიშვნელო კინკლაობა წყვილების დაშორების მიზეზიც კი გამხდარა, ან დიდი გულისტკენისა და დიდი ხნით შეურიგებლობის.
რატომ ხდება ასე? რა იწვევს ერთი პატარა, უმნიშვნელო ნაპერწკლის გაღვივებას დამანგრეველ ხანძრამდე? როგორ დავიცვათ ჩვენი ოჯახი და სახლი ასეთი ნეგატივისაგან?


თქვენი კეთილდღეობა, მოსიყვარულე ოჯახი, ან ჰარმონიული გარემო, ხშირად შეიძლება ვიღაცისთვის უსიამოვნო აღოჩნდეს. საკმაოდ რთულია, დაიცვა ასეთი ადამინებისგან თავი. მათ შემოაქვთ უარყოფითი ენერგია თქვენს ოჯახში. შური უარყოფითი და საკმოდ  ძლირი ენერგიაა, ასეთ დროს აუცილებელია დაიცვა თავი, ოჯახი და სახლი სხვისი დესტრუქციული ზემოქმედებისგან, თან მაშინ, როდესაც ის თქვენს ბიოველზე მუდმივად ზემოქმედებს.

Astrologia



 

 

როგორ გავასუფთაოთ სახლი ნეგატივისგან?


ამისთვის დაგჭირდებათ ნაკურთხი წყალი, ეკლესიის სანთელი და სამი ბალახის ნაკრები: აბიზინდა, მელისა და ვარდის ხმელი ფურცლები. გახსოვდეთ, უარყოფითი ენერიის გასაწმენ




დად საუკეთსო დროდ ითვლება მთავრის მე-19 დღე. დაალაგეთ სახლი. არაანაირი დამხმარე და დამლაგებელი. ეცადეთ ოთახში რაც ზედმეტი მოგეჩვენებათ და ჩათვლით, რომ არაა საჭირო, - გადააგდოთ. ასევე, მოაშორეთ გაბზარული და გამტყდარი ნივთები სახლიდან. შემდეგ ნაკურთხი წყალი გააზავეთ ღამე ნადგამ ჩვეულებრივ წყალში და დაიწყეთ სახლის შემოსასვლელი კარიდან, საათის ისრის მიმართულებით გადაადგილება და სახლის ყველა ოთახის ყველა კუთხეში აპკურეთ. ბოლოს, სახლის შემოსასვლელ კართან დაასრულეთ.


Astrologia

შემდეგ აანთეთ ფიჭის სანთელი და ამავე მიმართულებით გადაადგილდით, შეყოვნდით სახლის ყველა კუთხეში, სადაც ანთებული სანთლის ალი დაიწყებს ციმციმს და ხშირად ასეთ დროს ჩაქრება კიდეც ალი, აი, იმ ადგილას გროვდება უარყოფითი ენერგეტიკა. როცა ასეთ ადგილს აღმოაჩენთ და როდესაც დაასრულებთ სახლის ყველა კუთხის შემოვლას, ენერგეტიკულად დაბინძურებულ ადგილას ჩაატარეთ შემდეგი რიტუალი:

იგივე სანთელი ანთებული ჩარჭვეთ მარილით სავსე თასში და დადგით იმ კუთხეში, დაელოდეთ, რომ სანთელი ბოლომდე ჩაიწვას, შემდეგ აიღეთ თეთრი ნაჭერი და ეს მარილი და სანთლის ნამწვავი გაახვიეთ. შეკარით ტომარად და დატოვეთ იმავე კუთხეში სამი დღე.

Astrologia

ბალახები, რომელიც ვახსენე დასაწყისში, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. შემდეგ დაალაგეთ იმ ადგილებში, სადაც სანთელმა დაიწყო ციმციმი. ისიც სამი დღე დატოვეთ, შემდეგ კი ყველაფერი გაახვიეთ ნაჭერში, გაიტანეთ სახლიდან მოშორებით, სანთლის ნამწვავი გზაჯვარედინზე გადააგდეთ, ხოლო მარილი და გამხმარი ბალახები ან იქვე მოფანტეთ, ან მდინარეს გაატანეთ.



დიდი ყურადღება მიაქციეთ სახლში სარკეებს, გახსოვდეთ, რომ ისეთი ადამიანის სტუმრობა თქვენთან, რომელსაც ოჯახში ნეგატივი შემოაქვს, დიდხანს ტოვებს უარყოფით კვალს, განსაკუთრებით კი ამ უარყოფით ენერგიას ისრუტავს სარკე. 
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა