TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
  • დიდი პატარა მე / With Love... from the Age of Reason

    წელი: 2010
    ჟანრი: კომედია, მელოდრამა
    რეჟისორი: იან სამიუელი
    როლებში: სოფი მარსო, მარტონ ჩოკაში, მიშელ დიუშოსუა, ჯონათან ცასაი, ემანუელ გრёნვოლდი, ჯულიეტ ჩაპი ...
    ფილმის მიმოხილვა
    ბიზნეს-ლედი მარგო ფლორი ბავშვობაში უამრავ რამეზე ოცნებობდა. მას ხან ოკეანის სიღრმეების მკვლევარი უნდოდა გამოსულიყო, ხანაც კოსმონავტი. მაგრამ ახლა მარგო მილიონიან გარიგებებს დებს, მისი ცხოვრება კი უახლოესი ნახევარი წლის მანძილზე სრულიად გაწერილია. შეყვარებულსაც მხოლოდ თვეში ერთხელ ხვდება წყნარ გარემოში. და ერთხელაც მოხუც ნოტარიუს ფერმან მერინიაკს მასთან წერილი მოაქვს, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: -ძვირფასო მე, ახლა ექვსი წლის ვარ და ამ წერილს ვწერ, რათა არ დაგავიწყდეს პირობა, რომელიც საკუთარ თავს მიეცი და გახსოვდეს თუ ვინ გინდა იყო ...
    406 ნახვა
    28-04-2019, 15:22