გიორგი წერეთელის და ნინი შერმადინის კონცერტი ნიუ-იორკში
2019 წლის 28 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბრუკლინში გრანდიოზულ რესტორან რომანოვში ქართველი მომღერლების: გიორგი წერეთლის და ნინი შერმადინის კონცერტი გაიმართა. გიორგი სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩამოვიდა.
შესრულებული იქნა ყველასთვის საყვარელი ქართული სიმღერები. საღამოს უძღვებოდნენ ძმები: სოსო და კოტიკო თოლორაიები. კონცერტის ორგანიზატორი, ქალბატონი - მაია გარსევანიშვილი. ქართველმა ემიგრანტებმა ერთად აღნიშნეს აღდგომა. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე.