X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
რომელი ცნობილი ამონარიდი შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • რომელი ცნობილი ამონარიდი შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    ვერძი
    "ბედისწერის არ მჯერა. ვფიქრობ, რომ ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ცხოვრებას,მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ იყო, რაც ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა, რაც არასდროს მდომებია, არასოდეს მინატრია და მით უმეტეს, არასოდეს მიცდია, ჩემს თავს მომხდარიყო ეს ყველაფერი."
    (წიგნი "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“)


    კურო
    "...სინამდვილეში, ადამიანები კი არა, ურთიერთობები იცვლება. როცა ცხოვრებაში რაღაც ძალიან მტკივნეული გემართება, მაშინაც კი, თუ გაიცინებ, უწინდებურად კარგად ვეღარაფერი იქნება. ტრაგედიები ღრმა კვალს ტოვებს. შენ, შეიძლება, ამ კვალს ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ყრუდ ყოველთვის გტკივა.“ (წიგნი "აღიარება ხელისგულზე“)


    ტყუპი
    "ჩემთვის იდეალური ცხოვრება ალბათ თავგადასავლებით სავსე ცხოვრება იქნებოდა! ვგიჟდები ადამიანებზე, რომელთაც შეუძლიათ ერთ ზურგჩანთაში ჩატიონ მთელი თავისი წარსული და ჯიბეგაღლეტილები, ახალი ცხოვრების დასაწყებად, მათთვის სრულიად უცხო ადგილას გაემგზავრონ... " (წიგნი "გათხოვილის დღიური“)


    კირჩხიბი
    "გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?“ (წიგნი "ტრიუმფალური თაღი“)


    ლომი
    "ყოველდღე შენში ვეძებ საკუთარ თავს. მე მიყვარს შენი ყოველი ნაკლი, თუნდაც, იმიტომ რომ, ჩემი ანარეკლია. რა ეგოისტურად ჟღერს, გიყვარდეს ადამიანი, რადგან ძალიან გგავს ან გიყვარდეს, იმიტომ რომ შენს ნათელ მხარეს განახებს. ეს ხომ იგივეა, რაც გიყვარდეს საკუთარი თავი?“
    (წიგნი "აღიარება ხელისგულზე“)


    ქალწული
    "ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თვითონ გვაქვს" (წიგნი "დორიენ გრეის პორტრეტი“)


    სასწორი
    "შენ მოგეცა სიცოცხლე. შენი (და ყველა ცოცხალი არსების მოვალეობაა), ცხოვრებაში რაიმე ლამაზი იპოვო, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მცირეც უნდა იყოს"
    (წიგნი "წიგნი ჭამე, ილოცე, შეიყვარე“)


    მორიელი
    "ოდესმე ვინმე შეეხება შენს სულს და ამ შეხებას, მილიონი ხვევნა-კოცნისგან განსხვავებით, ვერავინ დაგავიწყებს, ვერაფერი ჩაანაცვლებს.“
    (წიგნი "აღიარება ხელისგულზე“)


    მშვილდოსანი
    "ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ ერთად, გაუცნობიერებლად ერთმანეთის ჩვევებს ითვისებენ და ერთმანეთს ემსგავსებიან. მე არ მინდა ჩემი უნიკალური თვისებების დავიწყება და სხვა ვინმედ გადაქცევა... მე მინდა ვიყო ცნობისმოყვარე გოგონა, რომელიც ყოველთვის თავგადასავლებზე ოცნებობდა!" (წიგნი "მეცხრე ფლიგელი“)


    თხის რქა
    "ახლა
    კი მივხვდი, რომ ადამიანი თვითონ ქმნი საკუთარ ბედნიერებას, რაც ზოგჯერ ვიღაცის დაკარგვის ფასადაც შეიძლება დაგიჯდეს... და რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო დიდია დანაკარგი."
    (წიგნი "რაღაც ნათხოვარი“)


    მერწყული
    "...დაღონებული პოეტივით მივიკვლევდი გზას სახლისკენ ზღვა ხალხს შორის. ხალხი ირეოდა და ხალხი ფუსფუსებდა, ღრუბელთა შორის კი ისე იწვა მთვარე, როგორც დატყვევებული ვამპირის ცხედარი ვერცხლის კუბოში. მთვარე. რახანია მთვარე არ შემინიშნავს. ანდა, რა დროს მთვარეა. მეც ვიტყვი ხოლმე, მარა არაუშავს, საერთოდ, არაფერს უშავს ამქვეყნად, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელში ღვთაებრივად მშვენიერი მერლინ მონროს კლასიკად ქცეული პოსტერი გიჭირავს. დავყურებდი და იცი, რა მეგონა? თითქოს ბრბოდან გამოსული ცისფერთვალება ანგელოზი იყო, რომელმაც ერთხელ დამიძახა და მომაბრუნა და რომელსაც სხივნართ გვირგვინებს დავადგამ თავზე".
    (წიგნი "ტრანსმუტაცია“)


    თევზები
    "...მე ის აღარ ვიყავი, ვინც უწინ!
    თითქოს სული აღარ მქონდა!
    თითქოს სული ამოფრენილიყო სხეულიდან, როგორც პანდორას ყუთიდან ამოფრინდა ერთხელ შავი ჭირი. პანდორას ყუთში იმედი მაინც დარჩა, ჩემი სხეულიდან კი, სულთან ერთად, ისიც ამოფრენილიყო..." (წიგნი"შულამელი გოგონები“)
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    307 ნახვა
    Загрузка...
    23-05-2019, 00:43
    Загрузка...