X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
სამეგრელოში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
  • სამეგრელოში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

    სამეგრელოში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა, მეზობლებს შორის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში თევზაობის დროს მოხდა.

    დაჭრას თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. ვახტანგ გახარიას დანით 11 ჭრილობა აქვს მიყენებული. მას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

    ახალგაზრდას ელენთა და თირკმელი ამოაჭრეს. ექიმების თქმით, ის ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და მისი მდგომარეობა უმძიმესია. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დანიშნულია ექსპერტიზა.
    103 ნახვა
    Загрузка...
    3-06-2019, 00:13
    Загрузка...