თეგებით ძიება

სად დავკიდოთ სარკე ბედნიერების მოსაზიდად, ფენ-შუის მიხედვით

სახლში სწორ ადგილას დაკიდული სარკე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას მოგიტანთ. ჩინური ანდაზის თანახმად კი: "თუ ცხოვრებაში რამის შეცვლა გსურთ, სარკეს ადგილი შეუცვალეთ".
სარკე შემოსასვლელში

აუცილებელია! შემოსასვლელი კარიდან შემოსულ ენერგიას სარკე ირეკლავს და სხვადასხვა მიმართულებით აფრქვევს. ერთადერთი გამონაკლისია, არ დაკიდოთ სარკე შემოსასვლელი კარის პირდაპირ.
თუ პატარა შემოსასვლი გაქვთ, სარკე ვიზუალურად გააფართოებს ადგილს. სასურველია, დიდი სარკე დაკიდოთ, ოჯახის ყველაზე მაღლი წევრი თავიდან ფეხებამდე რომ გამოჩნდეს მასში. სარკემ ადამიანის თავი არ უნდა "გადაჭრას", მას განვითარება გაუძნელდება.
თუ საპირფარეშო შემოსასვლელთან ახლოს მდებარეობს, კარიდან შემოსული ენერგია კანალიზაციაში ჩაედინება. ამიტომ, მრგვალი სარკე საპირფარეშოში, კარის შიდა მხარესაც უნდა ჩამოკიდოთ.
ეცადეთ, სარკე ისე დაკიდოთ, რომ სასიამოვნო ანარეკლი ჰქონდეს, ნახატი ზღვის ან პარკის ხედით, სიყვარულის თილისმის ან ხილის ვაზის.

Astrologia

სარკე საძინებელში

მშვიდი ძილი რომ გქონდეთ, სასურველია, სარკე საძინებელში არ იყოს. თუმცა, თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, ეცადეთ, სარკეში საწოლი არ აირეკლოს. თუ სარკეში მძინარე წყვილი აირეკლება, მათ შორის ურთიერთობა გაცივდება.

Astrologia

სარკე საბავშვო ოთახში

არ შეიძლება, რომ სარკე ირეკლავდეს მძინარე ბავშვს (უშლის სრულფასოვან დასვენებაში, შიშებს

წარმოშობს). არც მის სამუშაო ზონას (კონცენტრაციაში უშლის ხელს).
სარკე სამზარეულოში
სახლში მუდამ რომ იყოს სადილი, სარკე ისე დაკიდეთ, სასადილო მაგიდა რომ აირეკლოს. ხოლო საჭმლის მომზადების პროცესი "კადრს მიღმა" დარჩეს.
ინტერიერის გასაფორმებლად არ გამოიყენოთ სარკის მოზაიკა (სხვადასხვა ზომაზე დაჭრილი სარკე). ის ადამიანს ნაწილ-ნაწილ აირეკლავს და მისი ცხოვრებაც ასე ნაწილ-ნაწილ დაიყოფა, ჰარმონიას და ბედნიერებას მოკლებული.

Astrologia

რა ფორმის უნდა იყოს სარკე?

სასურველია, სარკე იყოს მრგვალი ან ოვალური ფორმის და აუცილებლად ჩარჩოში. ფენ შუის სპეციალისტები გვირჩევენ, ბაგუა ანუ რვაკუთხა ფორმის სარკე ჩამოვკიდოთ ინტერიერში.
არ დაკიდოთ სარკე ფანჯრების, შემოსასვლელი კარის წინ. აგრეთვე სარკეში არ უნდა იარეკლოს სამუშაო ზონა, საქმეებს თავს ვერ დააღწევთ. ყველაფერი, რასაც სარკე ხედავს, ორმაგდება.
ეცადეთ, სარკის წინ არ მოხდეს უსიამოვნებები, კონფლიქტები.
გატეხილ და გაბზარულ სარკეს უსიამოვნება მოაქვს, თუ სარკე გაგიტყდათ, წყალი გადაასხით (ოჯახის წევრებზე არეკლილი ინფორმაცია რომ ჩამორეცხოთ), პაკეტში მოათავსეთ და ისე გაიტანეთ ბინიდან.
სარკე კვირაში ერთხელ საგულდაგულოდ გაწმინდეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა