თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

"ოცნება" რაც უფრო მეტ მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს, უფრო სწრაფად ჩაიძირება ამ ჭაობში" - კანდელაკი გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ბრალის წარდგენას "ქართული ოცნების" რეპრესიების დაწყებად აფასებს.

„მოდის 2020 წლის არჩევნები. „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ვერ ხვდება რაოდენ შეცვლილი არის სურათი საქართველოში, რაოდენ შეცვლილი არის რადიკალურად საზოგადოებრივი აზრი ბოლო თვეების მოვლენების გამო, მათ შორის და რაც უფრო მეტ მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს, უფრო სწრაფად ჩაიძირება ამ ჭაობში, რომელიც თავადვე შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ჭაობში ჩაძირვის პროცესში მყოფ ადამიანს ჰგავს ახლა „ქართული ოცნების“ მდგომარეობა. მათთვისვე უკეთესია, რომ ასეთი მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთონ" - აღნიშნა კანდელაკმა.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა