თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

კამბოჯელი კაცი, რომელიც 4 დღე გამოქვაბულის კედლებს შორის იყო გაჭედილი, გადაარჩინეს

ფოტო: BBC
კამბოჯელი კაცი დავარდნილი სანათის აღებას ცდილობდა, რა დროსაც, გამოქვაბულის კედლებში გაიჭედა. ინციდენტი კვირას, 4 აგვისტოს მოხდა. 28 წლის სუმ ბორა, რომელიც კედლებს შორის წყლისა და საჭმლის გარეშე იმყოფებოდა, მხოლოდ სამშაბათს იპოვეს, როდესაც მისმა ოჯახმა ძებნა დაიწყო.

10-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ის გამოქვაბულიდან გამოიყვანეს, მის გადასარჩენად 200 მაშველი იყო მობილიზებული.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას დაზიანებები თავის, მკერდისა და მუხლის არეში აქვს.

"გადარჩენის იმედი დაკარგული მქონდა, დანა თან რომ მქონოდა, თავს მოვიკლავდი",- თქვა მან.

სუმ ბორამ კამბოჯას პრემიერმინისტრ ხუნ სენს 2500 დოლარის დონაციისთვის მადლობა გადაუხადა.

ინციდენტი ჩაკრას მთებში მოხდა, კამბოჯას პოლიციის თქმით, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ჩაკრას მთებში მთამსვლელობა აიკრძალა.


წყარო: Primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა