თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

"ივანიშვილის რეპრესიები და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკა" - დავით ბაქრაძე გვარამიას წინააღმდეგ ბრალის წაყენებას პირად შურისძიებას უწოდებს და მას ახალი ტელევიზიის შექმნას უკავშირებს

"პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ"- ასეთია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასება "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენების თაობაზე.
ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით ვეღარ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას.
მისივე თქმით "ქართულ ოცნებას" მსგავი ნაბიჯები 2020-ის არჩევნების გამარჯვებაში ვერ დაეხმარება:
"ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია-ხელფასებზე, სადაც ათეულობით მილიონი ლარი ბიუჯეტის ფული, ხალხი ფული იფლენგება არამიზნობრივად, კორუფციაში, ნეპოტიზმში და ტენდერებაში. ამ ქვეყანაში კომერციული სტრუქტირის დირექტორისთვის ბრალის წაყენება კომერციული სტრუქტურის საქმიანობაზე ვერ შეფასდება სხვანაირად თუარა შერჩევითი მართლმსაჯულება. პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად ხელი შეეშალოს მის მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას. მოდი შევხედოთ პროცესს დინამიკურად, პროცესები ისე ვითარდება - ბრალი წაუყენეს ტელევიზიის ყოფილ დირექტორს. გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ "ტვ. პირველის" მფლობელი. წინა კვირას ბრალი წაუყენეს ქვეყნს უმსხვილეს 2 ბიზნესმენს, იმისწინ დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი, იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრს, ნიკა მელიას. ყველაფერი ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. სინამდვილეში ეს მხოლოდ ამთავრებს, ასრულებს, აჩქარებს "ქართული ოცნების" დასასრულს. 2020 წელს "ქართულ ოცნებას" ვერაფერი გადაარჩენს. ამ ისტერიკის ფონზე, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია, ვიმედოთ გონივრულად, არ მივცეთ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ვოლომდე არიოს და ააფეთქოს ეს ქვეყანა. მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და შევხვალოთ ხელისუფლება. სხვა გზა და სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას აღარ აქვს. "ოცნების" ყვალა ბოლო ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ მათი დრო დასრულდა და პირველივე არჩევნებზე ეს ხელისუფლება მშვიოდობიანი გზით უნდა მოვიცილოთ და გაუშვათ სახლში"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა