თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

ნიკა გვარამია პროკურატურაში 19:00 საათზე მივა

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 19:00 საათზე მივა და ბრალის შესახებ დადგენილებას პირადად ჩაიბარებს.

წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, მთავარ განცხადებას ნიკა გვარამია სწორედ საგამოძიებო უწყებასთან გააკეთებს.

როგორც ,,რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი აცხადებს, მის წინააღმდეგ ბრალი არის თეთრი ძაფებით ნაკერი.

პროკურატურის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ბრალის დადგენილების შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.




წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა