თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

ოჩამჩირეში უძველესი აგურის ფილა აღმოაჩინეს

აფხაზური მედიის ინფორმაციით აგვისტოს დასაწყისში, ოჩამჩირის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს უძველესი აგურის ფილა აღმოაჩინეს, რომელიც VI საუკუნით თარიღდება.

სპეციალისტების თქმით, მასზე გამოსახული წარწერა, სავარაუდოდ, არამეულ ენაზეა შესრულებული.

გარდა ამისა, ოჩამჩირის რაიონში ადრე არსებული დასახლების ტერიტორიაზე, ერთობლივ ექსპედიციას აფხაზეთის მუზეუმი, ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი და რუსი არქეოლოგები ატარებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი აგურის ფილა გუენოსის ტაძრის კედლის ნარჩენია.



წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა