თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

"რაღაცის მოპარვის ბრალდებაში, კორუფციის ბრალდებაში ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ" - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარგენას "თეთრი ძაფებით" საქმის შეკერვად აფასებს.

გვრამიასთვის კორუფციაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა, უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ, კონტრაქტი რატომ დადე ცუდიო, ამაზე ბრალის წარდგენა, ბოდვაა, ყველას გვესმის. ჯერ ერთი და მერე მეორე, ამ კონტრაქტით დაგროვილი ფული, ეს კონტრაქტი ჩემი შექმნილი არ არის, არის სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ გავლილი, ხელმოწერილი, საბოლოო ხელმოწერა იყო ჩემი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გენერალური დირექტორი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი იცის, მან არ იცის მართვის საკითხები, ასეთი კონტრაქტისთვის შეძლება დადგეს სამოხელეო ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ. ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მიერ ეს ყველაფერი, მესამე - ეს ყველაფერი ტყუილია კონტრაქტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შუა წელიწადს რომ ვნახე რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ზეწოლა იყო ჩემი მხრიდან ინტერმედიაზე, ჩავსვი ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა შემოსავლებს, უნდა ეყურებინა, ზეწოლა იყო შემდეგი სახით, მათ შეეძლოთ, რომ აღარ მოეცათ იურიდიულად, მაგრამ ვუთხარი, აღარ გაგიფორმებთ შემდეგ წელს კონტრაქტს, სამეწარმეო ზეწოლა იყო იმიტომ, რომ ისინი “დამოკიდებულები არიან ჩემზე, რა მოხდა, მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მილიონი ნამეტი, ზამთარში იმიტომ, რომ ზამთარში ყველაზე მეტი ფული გროვდება და აკუმულირდება" - აღნიშნა გვარამიამ.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა