თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

ყველაზე დაუნდობელი ცოლები კაცობრიობის ისტორიაში

უმშვენიერესი სქესის წარმომადგენელთა შორისაც გამოერევიან ხოლმე სასტიკები და შეუწყნარებლები.






1. ავსტრალიელი, რომელმაც ქმარი მოკლა და მისგან საკუთარ შვილებს ვახშამი მოუმზადა



2000 წელს კეტრინ ნაიტიმ 37-ჯერ დაარტყა ქმარს დიდი დანა, შემდეგ გაატყავა და მისაღებ ოთახში ჩამოკიდა, ხორცი ააჭრა, მოხარშა, ბოსტნეულის გარნირი და სოუსიც კი მოამზადა და საკუთარ შვილებს ვახშმად მიართვა. საბედნიეროდ, პოლიციამ ბავშვების სახლში დაბრუნებამდე აღმოაჩინა ეს საშინელი „კერძი“.


2. ქალი, რომელმაც თავის ქმარს პენისი მოაჭამა



ერთხელაც, კატია ხარიტონოვამ გაიღვიძა და საკუთარი, ნახევრად შიშველი ქმრისა და საუკეთესო მეგობრის გახურებულ სექსს შეესწრო. კატიამ მეგობარს ტორშერი ჩაარტყა, ქმარს კი პენისზე უკბინა და კბილებით მოაგლიჯა. გააცნობიერა რა მიყენებული ჭრილობების მთელი სერიოზულობა, კატიამ სასწრაფო გამოიძახა და უიღბლო საყვარლები საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბოლოოდ, ლიზამ ტვინის ძლიერი შერყევა მიიღო, მიხაელს კი ექიმებმა პენისი თავის ადგილას მიაკერეს.


3. ქალი, რომელმაც ქმარს მას შემდეგ უღალატა, რაც ამ უკანასკნელმა საკუთარი თირკმელი გადაუნერგა



ექიმი რიჩარდ ბატისტა დონელ ბატისტაზე 1990 წელს დაქორწინდა. 2001 წელს, ორი წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, რიჩარდმა გადაწყვიტა, თავად გამხდარიყო ცოლის დონორი და თავისი თირკმელი გადაუნერგა. წარმატებული ოპერაციის წყალობით ფეხზე დაყენებულმა დონელმა რიჩარდს „მადლობა იმით გადაუხადა“, რომ თავის ფიზიოთერაპევტთან უღალატა. საბოლოოდ, დონელმა გაყრაზე საბუთები შეიტანა და რიჩარდს შვილებთან ურთიერთობა შეუზღუდა.


4. სტეისი კასტორმა ორი ქმარი მოკლა, შემდეგ კი (სავარაუდოდ) ამაში საკუთარი ქალიშვილი დაადანაშაულა



5. ქალმა საუდის არაბეთიდან, ქმარი მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ამ უკანასკნელმა მოტყუებით ნახა მისი სახე 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ



საუდეველმა კაცმა 30 წელი იცხოვრა ცოლთან და მისი სახე არასოდეს უნახავს. 50 წლის ქალი ტრადიციებს მკაცრად იცავდა და ჩადრს არასოდეს იხსნიდა. ერთ ღამესაც ქმარმა ცნობისმოყვარეობის დამარცხება ვეღარ შეძლო და მძინარე ცოლის ჩადრი მოხსნა, რათა მისი სახე დაენახა. ეს კი ძალიან დიდი შეცდომა აღმოჩნდა, რომელსაც ის ვეღარასოდეს გაიმეორებს - გაღვიძებულმა ქალმა შენიშნა, რომ ქმარმა მისი სახე ნახა და განრისხებულმა გაყრა მოითხოვა.


6. ქალი, რომელმაც ქმარს გაყინული ლაზანიით სცემა

ქალი ატლანტიკ-ბიჩიდან მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ის ოჯახური კონფლიქტის დროს ქმარს გაყინული ლაზანიით დაესხა თავს. შედეგად, ამანდა ტროტი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ბატონმა ტოტმა განაცხადა, რომ ქალბატონმა ტოტმა რამდენჯერმე გაარტყა სახეში და გაყინული ლაზანია ესროლა, რის შედეგადაც თავის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო.


7. ქალი, რომელმაც სექსუალური თამაშებისას ქმარი გაგუდა

ტონი სნოუბორდინგმა კისერზე თოკი შემოიხვია, ცოლმა კი ის ამ თოკით ჩამოკიდა. ქმარი ემუდარებოდა ჩამოეხსნა, მალე გონებაც დაკარგა, კრისტალ სნოუბორდინგი კი ნელ-ნელა, 15 წუთის განმავლობაში უშვებდა მიწაზე. შემდეგი 40 წუთი დრო და დრო უმოწმებდა პულსს და სიგარეტს ეწეოდა. მოგვიანებით კრისტალმა პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ ქმარი შემთხვევით შემოაკვდა სექსთამაშების დროს.


8. 76 წლის ქალბატონი, რომელიც თავისი 5 ქმრიდან 4-ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი



ამ ქალბატონის შვილიშვილი ჯეფ კრისტენსონი არცთუ უსაფუძვლოდ შეშფოთდა, როცა ბებიამისმა გამოუცხადა, რომ სურდა, მისი სიცოცხლე 100 ათას დოლარად დაეზღვია და საკუთარი თავი ბენეფიციარად დაენიშნა. ჯეფმა, ისივე როგორც ბეტი ნიუმანთან ახლო ურთიერთობაში მყოფმა ბევრმა სხვამ, იცოდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ბებიამისს გარს ეხვია, ხშირად ემართებოდათ ცუდი ამბები.






წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა