თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

გიყვართ კითხვა? გამოიყენეთ ეს ჰობი სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად

რა თქმა უნდა, ის, რომ კითხვა სასარგებლოა, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, კითხვას სასიამოვნო გვერდითი ეფექტი აქვს, რომელიც დადებითად მოქმედებს სექსუალურ აქტივობაზე.

ზოგი ბევრს კითხულობს, ზოგი სიამოვნებით ასრულებს ამ ფრიად სასარგებლო საქმეს, მაგრამ, ალბათ, არასდროს გვიფიქრია, რომ კითხვა საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის თვალში უფრო მიმზიდველს გვხდის. შესაძლოა, წაკითხული ამბების მოყოლამ მოახდინოს დადებითი შთაბეჭდილება გარშემომყოფებზე, მაგრამ არა უშუალოდ კითხვის პროცესმა. და აი, აღმოჩნდა, რომ სწორედ კითხვის დროს კაცების თვალში უფრო ამაღლებულები, უფრო ძლიერები და ლამაზები ვართ.

გაცნობისა და ურთიერთობების ამერიკულმა საიტმა eHarmony-მ ჩაატარა კვლევა, რათა დაედგინა, რომელი სახეობის ჰობი ზრდის პოპულარობას საიტის მომხმარებლებში. სპეციალისტებმა ბევრი იმუშავეს და აი, რა დაადგინეს:

უკვე სიურპრიზია ის, რომ სიტყვა „კითხვა“ ჰობის გრაფაში მნიშვნელოვნად ზრდის საიტის მომხმარებლებში გაცნობის შანსებს. რადგან, კაცი, რომელიც აღნიშნავს, რომ წიგნების გარემოცვაში დასვენება ურჩევნია, ვიდრე მთვრალ მეგობრებთან ერთად ყოფნა, 19%-ით უფრო მეტ შეტყობინებას იღებს დაინტერესებული გოგოებისგან, ვიდრე ის, ვინც სიტყვა „კითხვა“ არ მიუთითა თავის ინტერესებში.

სპეციალისტებმა ისიც კი დაადგინეს (არ დაეზარათ), რომელი წიგნია უფრო პოპულარული გაცნობის საიტის მომხმარებლებში.

პირველ ადგილზეა ბრიტანელი მილიარდერის რიჩარდ ბრენსონის „ჯანდაბას ყველაფერი, მოჰკიდე საქმეს ხელი და გააკეთე!“ და „ქალწულობის დაკარგვისას“.

მეორე ადგილზეა ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის „შიმშილის თამაშები“. მესამე ადგილზე „გოგონა დრაკონის სვირინგით“, ხოლო ბოლო ადგილზეა „სამეფო კარის თამაშები“.

ასევე, სპეციალისტების თქმით, საიტზე დარეგისტრირებულებიდან, თუკი რომელიმემ საყვარელ წიგნად ბიბლია მიუთითა, მათი გაცნობის შანსები მკვეთრად მცირდება.

სხვათა შორის, შესაძლოა, თქვენს ონლაინრეპუტაციაზე ასეთივე გვერდითი ეფექტი მოახდინოს წიგნების სერიამ ჰარი პოტერზე (თუმცა, თუკი ჯერ მხოლოდ ცამეტი წლის ხართ, საშიში არაფერია).





წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა