თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

BREXIT - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმებაში ცვლილების შეტანას სთხოვს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს BREXIT-ის შეთანხმებაში ცვლილების შეტანას სთხოვს.

თუ ევროკავშირი კომპრომისზე არ წავა, ბრიტანეთი ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებით იმუქრება, რაზეც პასუხისმგებლობის აღება ბრიუსელს მოუწევს. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. დომინიკ რააბი იმ ცვლილებებს გულისხმობს, რომელიც ევროკავშირს ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა შესთავაზა.

ბორის ჯონსონი ე.წ. ირლანდიური ბექსტოპის ინიციატივით გამოვიდა. BREXIT-ის დოკუმენტის არსებული ვერსიით, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სასაზღვრო რეჟიმი უნდა დაწესდეს, რასაც ლონდონში ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად აფასებენ.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა