თეგებით ძიება
10. 08. 2019 News-ები

სოფო ბათილაშვილი ბერკლიში ჩაირიცხა და სწავლა სრულად უფინანსდება

როგორც ცნობილი ხდება, სოფო ბათილაშვილი ბერკლის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მისი ნიჭით მოხიბლულებმა მას 4 წლიანი სწავლა სრულად დაუფინანსეს.

ამის შესახებ სოფო ბათილაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე თავად დაწერა, ჩვენ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ასეთი ამბავია!
გავიარე გამოცდა და 4 წლიან ბაკალავრზე სასწავლებლად ჯამში 100 000$-ით დამაფინანსა ბერკლიმ.
Thank you Berklee College of Music for scholarship! — in Boston, Massachusetts."



ამ წამრატებას რა თქმა უნდა ყველა ულოცავს სოფოს, ერთ-ერთი პირველი კი ნიკა გვარამია იყო, რომლის საავტორო შოუმაც აღმოაჩინა სწორედ სოფო ბათილაშვილი:

"ისე მიხარია, როგორც საკუთარი შვილის წარმატება! მიხარია, როგორც პროექტ “მხოლოდ ქართულის” ავტორს, რომელმაც იპოვნა და დიდ სიმაღლეზე აიყვანა სოფო; მიხარია, როგორც ქართველს, რომ ჩემი თანამემაულე ადეთ წარმატებას აღწევს, რომელსაც აუცილებლად მნიშვნელოვანი გაგრძელება ექნება; მიხარია, როგორც ადამიანს, რომელსაც უყვარს ეს ბავშვი და ეს არტისტი.

Sopo Batilashvili გილოცავ, ჩემო ოქროს გოგო! ძალიან მიხარია! ძალიან მიყვარხარ!"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა