თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

"არ ვაპირებთ საპატრიარქოს და სახელმწიფოს დანდობას" - დეკანოზ მამალაძის ოჯახი აქციებს აანონსებს და წერილების გასაჯაროებასაც აპირებს

„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ძმა, დეკანოზის გათავისუფლების მოხოვნით სექტემბრიდან კვალავ აქციებს აანონსებს. თორნიკე მამალაძე დღემდე უცნობი ფაქტების გასაჯაროებასაც აპირესბ, რომელსაც მისი მტკიცებით, საპატრიარქო საგულდაგულოდ მალავს.

„კვირაში ერთხელ მაქვს საშუალება რომ შევიდე და მოვინახულო ჩემი ძმა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმე არის. მომატყუეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რადგან მითხრეს ჩვენ უნდა გავჩუმებულიყავით და ჩემს ძმას გამოუშვებდნენ. სექტემბრიდან ვაპირებთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარს, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არის. იმ წერილებთან დაკავშირებით ვაპირებთ საუბარს რა წერილებიც ჩემმა ძმამ გამოაგზავნა. ჩვენ საპატრიარქომაც და სახელმწიფომაც ხაზი გადაგვისვა და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაპირებთ მათ დანდობას.“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა