თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

ამინდის პროგნოზი

16 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 30-დან 36 გრადუსამდე,30-32 გრადუსი ა ნავარაუდევი სანაპირო რაიონებში და შიდა რაიონებში 34-დამ 36 გრადუსადმე.

შესაბამისად, მთიან რაიონებშიც 30 -35 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში 25-30. აღმოსავლეთ საქართველოში მცირედით განსხვავებული ტემპერატურაა მოსალოდნელი, 13-14 აგვისტოს.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აქ მოსალოდნელია 30-დან 32 გრადუსამდე და15-დან 17 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, შესაძლებელია აქაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდეს 34-დან 37 გრადუსამდე.კვირის ბოლოს არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭქით, დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.




წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა