თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

საერთაშორისო ექსპერტი საქართველოში ფისტას და ზეთისხილის კულტურების განვითარების შესაძლებლობებს ეცნობა

საქართველოში ფისტას და ზეთისხილის კულტურის განვითარების პოტენციალის შესწავლის მიზნით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტის, ექსტენციის სპეციალისტი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "ფერმერი ფერმერს"ექსპერტი ლუის ფერგუსონი იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ლუის ფერგუსონს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე უმასპინძლა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა ექსპერტს საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერებინა, სადაც 300-მდე სახის ხეხილოვანი, მათ შორის, კურკოვანი და კენკროვანი უნიკალური ნარგაობებია გაშენებული.

მეცნიერებმა ლუის ფერგუსონს ასევე, ჯიღაურაში განთავსებული ეროვნული საგანძურის - საკოლექციო ვენახის შექმნის ისტორიის და მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო - პროექტის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, ფისტას და ზეთისხილის კულტურების გაშენების მიმართულებით, ფერმერების მხარდაჭერას გეგმავს.

"მე საქართველოში USAID-პროექტის ფარგლებში ფისტას კულტურის განვითარების პოტენციალის შესწავლის მიზნით ვიმყოფები. ჩემი დაკვირვებით, საქართველოს, ნამდვილად დიდი რესურსი აქვს ამ კულტურის განვითარების, რადგან ქვეყანას სათანადო კლიმატური გარემო და წყალი აქვს, რაც სუბტროპიკული კულტურების გაშენების შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა ლიუს ფერგუსონმა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი იმყოფებოდა.





წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა