თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

ნიკა გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„სასამართლომ მიიჩნია რომ ამ შეზღუდვის დაწესებით ნიკა გვარამიას მიმალვის შესაძლებლობა გამოირიცხება. თუმცა მას აკრძალვა არ აქვს, მას არ ეკრძალება დატოვება უბრალოდ მას სჭირდება თანხმობა საგამოძიებო ორგანოსი. არანაირ რისკებს ეს არ აზღვევს და სინამდვილეში არც არსებობს რისკი მიმალვასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ნიკა გვარამიამ იცის რომ 7 წლის განმავლობაში მასზე არაერთი საქმე მიმდინარეობდა. გაცნობიერებული აქვს ის რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი. უკანონო მაგრამ მაინც. ის თვლის რომ არსად არ უნდა წავიდეს, აქ უნდა დარჩეს და გააგრძელოს ბრძოლა იმ ფორმით და იმ პირების წინააღმდეგ რა ფორმითაც აკეთებდა ამ 7 წლის განმავლობაში" - აღნიშნა უფლებადამცველმა.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა