თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

„ისედაც ყველამ ყველაფერი იცის“ - ხელისუფლება გუგუტიანთკარში ჩასვლას არ აპირებს

ვითარება გუგუტიანთკარში - რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ რჩებიან და შესაბამისად, ადგილობრივები ახალი მავთულხლართების გავლების მოლოდინში არიან, თუმცა მიუხედავად ამისა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან.


კითხვაზე, თუ რატომ არ მიდიან მმართველი გუნდის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, პრემიერის მრჩეველი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ დგას, რადგან „ისედაც ყველამ ყველაფერი იცის“.

ამასთან, სუბარი ბრალს კვლავ წინა ხელისუფლებას დებს და ამბობს, რომ ოკუპაციის მიზეზი სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“.

პრემიერის მრჩეველი ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას ინტენსიურად აწვდის. მისივე თქმით, დეოკუპაციისთვის ყველაფერი კეთდება.






წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა