თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

გადაიღალეთ და არ იცით, რამ გადაგღალათ?

აირჩიეთ ადგილი, სადაც დასვენებას ისურვებდით და გაიგეთ თქვენი გადაღლილობის მიზეზი.

თუ თქვენ აირჩიეთ:





მყუდრო კაფე

თქვენ გადაღლილობის მიზეზი დაუსრულებელი საქმეებია.
გგონიათ, რომ ეს არასოდეს დამთავრდება. ერთ საქმეს მორჩებით და მაშინვე მეორე იწყება. თანაც ყველა საქმე გადაუდებელია.
სადმე მყუდრო ადგილას დაისვენებდით, წყნარ და უდარდელ გარემოში, მეგობრების გარემოცვაში, სადაც მათ მხარდაჭერასაც იგრძნობდით.


საუნა

ფიზიკურად ხართ გადაღლილი.
მთელი სხეული გტკივათ და აღარც თავი მუშაობს, ამ დროს ცხელი აბაზანების მიღება ყველაფერს გირჩევნიათ, რომელიც დაღლილობასაც მოგიხსნიდათ და ახალი ენერგიითაც აგავსებდათ.


შემოდგომის ტყე

თქვენ ხმაურისგან დაიღალეთ.
გარშემო ბევრი ადამიანი, სატელეფონო ზარი, ხმამაღალი ლაპარაკი, სიგნალი თუ შეხსენება...
ძალიან გინდათ, სიჩუმეში იხეტიალოთ, სუფთა ჰაერი ისუნთქოთ, ქალაქის მომქანცველი რიტმისგან დაისვენოთ. თქვენ სიმშვიდე და აზრების დალაგება გჭირდებათ.


მზიანი დღე და ზღვა

დაიღალეთ იმით, რომ თქვენი არ ესმით.
მოგბეზრდათ ყველასთვის რაღაცის მტკიცება, ახსნა და გარკვევა.
უარს არ იტყოდით თბილ ზღვაში გაცურვაზე, მზეზე გარუჯვაზე და ყველანაირი ეჭვისა და შფოთვის უკან მოტოვებაზე.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა