თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

"არქივი გაიყიდა რამდენჯერმე და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს, არარაობავ , გაიგე, სად იმყოფები და ისწავლე კომერციული საქმიანობა" - გვარამია სალიას პასუხობს

რუსთავი2-ის საარქივო მასალის სხვა კომპანიისთვის გადაცემასთან დაკავშირებით პაატა სალიას ბრალდებას არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უპასუხა, მისი თქმით, პაატა სალია კომერციულ საკითხებში საერთოდ ვერ ერკვევა:
„არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაიყიდა რამდენჯერმე და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს, არარაობავ ისწავლე კომერციული საქმიანობა და გაიგე სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ ამ ქვეყნის ყველზე მნიშვნელოვანი ტელეკომპანიის დირექტორი, მაგრამ არარაობა ხარ და ვერ იქნები ვერცერთ ჰიპოსტაზში, რომელშიც უნდა იყო. პაატა სალია, შენ დახურე რუსთავი2 და ამიტომ აგეხევა სახე ჩემგან პირადადაც და ქართული საზოგადოებისგანაც. ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ. პირობას გაძლევ, ქუჩაშიც კი ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენს ფეხქვეშ, რა დახურე წარმოდგენილი გაქვს? რას ჰყიდი კორპუსებად წარმოდგენილი გაქვს? როგორც კი ქოცები გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში როგორც კი ფეხს დადგამს საქართველოში აღმოჩნდება ციხეში ამ კატასტროფის მოწყობისთვის და ეს არარაობაც ვერ იცხოვრებს ამ ქვეყანაში.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა