თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

"პაატა სალია, პირობას გაძლევ, ქუჩაშიც კი ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენს ფეხქვეშ, რა დახურე წარმოდგენილი გაქვს?" - ნიკა გვარამია

რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, არხის ახლანდელ მფლობელსა და გენერალურ დირექტორს ვერ წარმოუდგენიათ ის მნიშვნელობა რაც რუსთავი2-ს საქართველოსთვის ჰქონდა და წარმოდგენილიც არ აქვთ რამხელა დანაშაულს ჩადიან. გვარამია ქიბარ ხალვაშსა და პაატა სალიას პირდება, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლის შემდეგ ისინი დანაშაულისთვის პასუხს უკაცრესად აგებენ:

“პაატა სალია, შენ დახურე რუსთავი2 და ამიტომ აგეხევა სახე ჩემგან პირადადაც და ქართული საზოგადოებისგანაც. ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ. პირობას გაძლევ, ქუჩაშიც კი ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენს ფეხქვეშ, რა დახურე წარმოდგენილი გაქვს? რას ჰყიდი კორპუსებად წარმოდგენილი გაქვს? როგორც კი ქოცები გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში როგორც კი ფეხს დადგამს საქართველოში აღმოჩნდება ციხეში ამ კატასტროფის მოწყობისთვის და ეს არარაობაც ვერ იცხოვრებს ამ ქვეყანაში.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა