თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

პაატა სალია: ათეულობით მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პერიოდში, კომპანიის მენეჯმენტი ასეულ ათასობით პრემიას იღებდა

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, 2015 წლიდან, სამაუწყებლო კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც იზრდებოდა ხარჯები.



როგორც სალია ირწმუნება, ათეულობით მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პერიოდში, კომპანიის მენეჯმენტი ასეულ ათასობით პრემიას იღებდა:

„დასრულდეს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ყადაღებმა რაღაც ზიანი გამოიწვია. წლების მანძილზე, 2015 წლიდან, კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც იზრდებოდა კომპანიის ხარჯები. ათეულობით მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პერიოდში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას, რაც სხვა ნორმალურ სიტუაციაში, სხვა კომპანიაში წარმოუდგენელია“,-განაცხადა პაატა სალიამ.




წყარო:pia.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა