თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

როგორ ვუთხრათ პარტნიორს მნიშვნელოვანი სათქმელი

რთულ სიტუაციაში შეიძლება, ენა ისე წაგერთვას, ვერაფერი თქვა. სპეციალისტები გვრჩევენ, როგორ მოვახერხოთ, რომ თითოეულ სიტყვაზე არ ვიფიქროთ.

პაემნის დროს თანხის გადახდა

თუ თავიდანვე შეთანხმდებით, ეს კარგია. თუ არადა, როცა მამაკაცი საფულეს ამოიღებს, კარგ ტონად მიიჩნევა, თუ თქვენც ასევე მოიქცევით. ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ის შემოგთავაზებთ, დანახარჯი გაიყოთ ან თავად გადაიხდის სრულ თანხას. თუ თქვენ რაღაც მიზეზის გამო, თავს ვალდებულად მიიჩნევთ, თავად გადაიხადოთ, მაშინ ამაზე როგორმე მიანიშნეთ.


მისი დანახვა აღარ გინდათ

პაემნის შემდეგ მოილაპარაკეთ, რომ ერთმანეთს დაურეკავთ ან მისწერთ, თუმცა ორივე ხვდებით, რომ ეს შეიძლება არც მოხდეს. თუ გინდათ, რომ მას ტყუილი მოლოდინი არ გაუჩინოთ, მაშინ პირდაპირ უთხარით, რომ მასში რაღაც-რაღაცები ძალიან მოგწონთ, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც მიზეზის გამო, ერთმანეთს არ შეეფერებით. ხელი ჩამოართვით და დაშორდით.


თუკი ასეთი საუბარი არ შედგა, თქვენ კი მის შეტყობინებებზე არ რეაგირებთ, მაგრამ გინდათ, რომ თავაზიანად დაშორდეთ, მაშინ ეს ყველაფერი ტელეფონით უთხარით ან მისწერეთ.


კონტრაცეპცია

მზად ხართ, მასთან სექსით დაკავდეთ, მაგრამ გინდათ, კონტრაცეპციის საკითხი თავიდანვე გარკვეული იყოს. ეს სწორედ ის თემაა, რაზეც გაჩუმება არ ღირს. ღიად ჰკითხეთ პარტნიორს სექსუალური გზით გადამდები დაავადებების შესახებ. თუ რაღაც ნიუანსი მაინც დარჩა, არ ღირს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება.


მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

ერთად ცხოვრება, ქორწინება, ბავშვები... ასეთ დროს მთავარია, საუბარი პირდაპირ დაიწყოთ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. უთხარით, რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს ურთიერთობაში, რომ მზად ხართ, ცოლად გაჰყვეთ და შვილები გაუჩინოთ. თუ მან ხელი გთხოვათ, თქვენ კი ამისთვის ჯერ მზად არ ხართ, მყარი არგუმენტებით დაასაბუთეთ უარი, თან არ დაგავიწყდეთ თქვენს ურთიერთობაში არსებული პლუსების გაზგასმა.


საერთო პრინციპები

სერიოზული საუბრები შეიძლება არამხოლოდ ურთიერთობას შეეხებოდეს. სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობენ, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციას ერგება:


1. იყავით ლაკონიური
არავის არ უყვარს გრძელი ლექციები. თანაც გრძელ მონოლოგში ძირითადი არსი იკარგება.


2. მიეცით არჩევანი
თუ მდგომარეობა საშუალებას იძლევა, სჯობს, ადამიანს ორი-სამი ვარიანტი ჰქონდეს, ვიდრე ერთი.


3. შეარბილეთ უსიამოვნება
თუ ადამიანს ცუდი არაფერი ჩაუდენია და თქვენ უბრალოდ ხასიათით ვერ შეეწყვეთ ერთმანეთს, არ ჩამოთვალოთ მისი ყველა ნაკლი, ყველაზე წვრილმანის ჩათვლით. არ ღირს საჭიროების გარეშე მისთვის თვითშეფასების განადგურება!




წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა