თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

ლარი 1.87 თეთრით გამყარდა

12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9173 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9360 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.87 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2665 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2898 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.33 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5244 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5256 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 აგვისტოდან შევა ძალაში.




წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა