თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

უშგულში გზის გადაკეტვის გამო ასობით ტურისტია ჩარჩენილი - მოქალაქე

უშგულში მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო სოფელში მყოფი ადამიანები უშგულიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეებმა გზები რამდენიმე საათის წინ გადაკეტეს და კონკრეტული პასუხის მიღებამდე დაშლას არ აპირებენ.

„გავიჭედეთ გზაში,უშგულიდან მესტიის მიმართულებით ვმოძრაობდით. ძალიან ბევრი ტურისტია გზაში გაჩერებული. მე პირადად 6 ტურისტთან ერთად ვარ, მათ შორის არიან ბავშვები. უკვე 30-ნი ვართ ერთ ადგილას გაჩერებულები“,- ამბობს ერთ-ერთი მათგანი ნინო ერემაშვილი.

მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში საპროტესტო აქცია 2 საათზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დროულ რეაბილიტაციასა და ზვავსაშიში ზონის გამაგრებას ითხოვენ. მათთან შესახვედრად მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი



წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა