თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

"ინტერმედიის" მეწილე კახა ანჯაფარიძე "გვარამიას საქმეზე" პროკურატურაში 4 საათი იკითხებოდა

კომპანია „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე კახა ანჯაფარიძე გუშინ 4 საათის განმავლობაში საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ანჯაფარიძის პროკურატურაში დაბარება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამიოძიებას და „რუსთავი2“-ისა და „ინტერმედიას“ ურთიერთობას, კერძოდ კი 2015 წელს "რუსთავი2"-თან გაფორმებულ სარეკლამო ხელშეკრულებას უკავშირდება.

უწყების დატოვების შემდეგ კახა ანჯაფარიძემ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან, გაუთქმელობის ხელწერილის დადების მოტივით მედიასთან თავის შეიკავა.

„გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, დაისვა კონკრეტული შეკითხვები, დაკითხვა წარიმართა მშვიდ გარემოსი და კითხვებს გაეცა ამომწურავი პასუხი. კითხვები ეხებოდა "ინტერმედიას" საქმიანობას და "ინტერმედიას" და "რუსთავი2"-ის კავშირებს სხვადასხვა წლებში. ჩემი პასუხი იყო ყველაფერი ის, რაც არის რეალობა.“-განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანჯაფარიძის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა