თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

მიმდინარეობს თუ არა ისრაელში საქმე კეზერაშვილის წინააღმდეგ - ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

ოპოზიცია უარყოფს მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და "ქართულ ოცნებას" მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს:


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე, მმართველი გუნდის ბრალდებებს, დავით კეზერაშვილის მიერ, ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

„ისრაელში მიმდინარეობდა საქმე, ოღონდ არა კეზერაშვილის წინააღმდეგ, არამედ ერთ-ერთი გენერლის წინააღმდეგ, მაგრამ ის საქმეც დაიხურა. ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, რომ გააქტიურდა კეზერაშვილის ფიგურა, მან ოფიციალური განცხადება გააკეთა, ამას მოჰყვა მცდელობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ საზოგადოებრივ აზრზე რაღაც ფორმით, რაღაც ზეგავლენა მოახდინონ.“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ენმ-ს წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში პოლიტიკური და თავისუფალი მედია ველის განადგურებას ცდილობს.

„ისრაელი მას არ ედავება, იქ რაღაც საქმეა და დღეს ამას აბუქებენ და საზოგადოებას აჩვენებენ, თითქოსდა რაღაც პროცესები მიდის სადღაც და ეს შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს შემდეგ კეზერაშვილზე ზემოქმედების სახით. ხელისუფლების ამოცანა არის ერთი, ნებისმიერი საშუალებით გაანადგუროს პოლიტიკური და მედია ველი.“- განაცხადა რომან გოცირიძე.






წყარო:newposts.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა