X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ორი ოჯახი ანძებისთვის მიწას არ თმობს - რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს
  • ორი ოჯახი ანძებისთვის მიწას არ თმობს - რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს

    ახალციხის სოფელ ფერსაში მაღალი ძაბვის 220კვ. ელექტროგადამცემმა ხაზმა გაიარა. კომპანიას ანძების დადგმა ადგილობრივების მიწის ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებთან მოუწია.

    სანაცვლოდ მშენებელმა მეპატრონეებს ერთ კვ.მ. მიწის ფართობზე 38 თეთრი გადაუხადა, ორ ოჯახთან კი შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ჯეირანაშვილი და გოგოლაური ამბობენ, რომ თანხა ძალიან ცოტაა.

    მაღალი ძაბვის 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურ „ახალციხეს“ და ქვესადგურ „ბათუმს“ აკავშირებს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ამბობენ, რომ განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით მომზადდა, საკომპენსაციო თანხა კი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ განისაზღვრა. „ორმა ოჯახმა თანხის სიმცირის გამო უარი განაცხადა შეთავაზებულ კომპენსაციაზე. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები (ექსპროპრიაცია - საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე. ავტ.შენ.) - განმარტავენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.






    წყარო:pia.ge
    56 ნახვა
    Загрузка...
    13-08-2019, 06:30
    Загрузка...
    News-ები
    Загрузка...