თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

"ქართულ ოცნებას", რომელიც მოქალაქეებს თვალებს თხრის და ქვეყანას აღატაკებს, მოსახლეობა არ მისცემს უფლებას 2020-ში კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს - გურამ ჩალაგაშვილი ბახტაძის განცხადებაზე

"ქართულ ოცნებას" მოსახლეობა არ მისცემს უფლებას, შექმნას კოალიციური მთავრობა - ასე ეხმაურება პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნულის უფლება მხოლოდ აქვს იმ პარტიას, რომელსაც ექნება უმრავლესობა და პროდასავლური ღირებულებები. ჩალაგაშვილი კი ასეთად დღევანდელ მმართველ პარტიას გამორიცხავს.
"როდესაც პრემიერი აკეთებს მსგავს განცხადებას, პირველ რიგში მე მინდა მათ შევახსენო, რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე და ჩემი პროგნოზი ასეთია, მათ არანაირი უფლება არ ექნებათ შექმნან კოალიციური მთავრობა. კოალიციურ მთავრობას ქმნის ის პარტია, რომელიც მოვა უმრავლესობით პარლამენტში. "ქართულ ოცნებას", რომელიც შვიდი წლის განმავლობაში ქვეყანას აღატაკებს, საკუთარი მოქალაქეების სისხლს ღვრის და თვალებს თხრის ადამიანებს, არ მგონია, მათ ჰქონდეთ მორალური უფლება. მათ მოსახლეობა არ მისცემს ამის უფლებას, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ, დაიწყონ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე ფიქრი. შესაბამისად ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდება ის პარტია, რომელიც იქნება უმრავლესობით, პროდასავლური და რომელიც შეძლებს ქვეყანა დააყენოს ნორმალურ გზაზე, წაიყვანოს სწორი კუთხით, გაიზარდოს ეკონომიკა, შემცირდეს უმუშევრობა, ადამიანებმა ამოისუნქთონ და ისუნთქონ თავისუფლად ჯანმრთელ დემოკრატიულ ქვეყანაში" - აღნიშნა ჩალაგაშვილმა.








წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა