თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

სალვინის პარტია სამთავრობო კოალიციას ტოვებს - იტალიის პარლამენტი 13 აგვისტოს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

რამდენიმე საათში იტალიის სენატის საგანგებო სხდომა გაიმართება. პარლამენტის არდადეგებიდან დაბრუნება იტალიის შს მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პარტია "ლიგა" მმართველი კოალიციიდან გასვლას აპირებს, რომელიც ამ ორანიზაციასა და "5 ვარსკვლავის მოძრაობას" შორის იყო შექმნილი.
სენატის სხდომა, რომელიც რამდენიმე საათში უნდა გაიმართოს, უნდა განსაზღვროს კონკრეტული თარიღი, თუ როდის შედგება მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა. სალვინი და მისი მომხრეები კენჭისყრის გამართვას დღესვე ითხოვენ.

"მოძრაობა 5 ვარსკვლავის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ აქტისთვის სალვინის პარტიას ამომრჩეველი მკაცრად დასჯის.

რაც შეეხება სალვინის, იგი აცხადებს, რომ პარლამენტში ახალი კოალიციის შექმნას და მთავრობის დაკომპლექტებას აპირებს.

სალვინი თავისი პოპულისტური გამოსვლებით კვლავ ინარჩუნებს მოსახლეობაში პოპულარობას. იგი გამოირჩევა ანტიმიგრანტული ქმედებებით, ასევე მისი პარტია თავის დროზე დაფინანსების წყაროებს რუსეთში ეძებდა. მას მხარს ბერლუსკონის "ფორცა იატლია" და ულტრა მემეარჯევენე "იტალიელი ძმები" უჭერენ მხარს. წარმატების შემთხვევაში სალვინის მეთაურობით შექმნილი სამტავრობო კოალიცია კიდევ უფრო ულტრამემარჯვენე და რუსეთისადმი სიმპატიებით განმსჭვალული იქნება, რითიც დიდ პრობლემებს შეუქმნის ბრიუსელს.





წყარო:newposts.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა