X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
9 მითი ბავშვობიდან, რომლებიც ჯერ კიდევ გვჯერა
  • 9 მითი ბავშვობიდან, რომლებიც ჯერ კიდევ გვჯერა

    არსებობს მცდარი მოსაზრებები, რომლებისაც ჯერ კიდევ სჯერათ. ვიღაცას მშობელმა მოუყვა, სხვამ კი შემთხვევით გაიგო – ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ ასეთ ცოდნას სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს. წაიკითხეთ და, ალბათ, თქვენც იპოვით ამ სიაში ტყუილს, რომლისაც ჯერ კიდევ გჯერათ.

    1. თუ საღეჭ რეზინს ჩაყლაპავთ, კუჭში 7 წელი გაჩერდება

    ტყუილია! შესაძლოა, მშობლები იმას გულისხმობდნენ, რომ კევი ცუდად ნელდება? თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩაყლაპული რეზინები თქვენს კუჭს გაავსებს – 7 წელიწადში ხომ უამრავი კევის ჩაყლაპვა შეიძლება. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კევი, რომელიც ასე უყვართ ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც, ორგანიზმიდან იმავე სახით გამოვა, როგორი სახითაც მოხვდა. მართალია, იგი კუჭში უფრო დიდხანს გაჩერდება, ვიდრე ვაშლი, დაახლოებით 7 დღემდე.

    2. ჭამის შემდეგ ცურვა არ შეიძლება

    ბავშვობაში გვეუბნებოდნენ, რომ ჭამის შემდეგ სხეული სისხლს კუჭისკენ მიმართავს, რათა საკვები უფრო სწრაფად გადამუშავდეს. თითქოს “სისხლისგან დაცლილი” კიდურები მალე დაიღლება და, თუ სავსე კუჭით წყალში ჩახტებით, მიიღებთ კრუნჩხვებს და შეიძლება დაიხრჩოთ კიდევაც. საბედნიეროდ, ასე არაა. ამ თეორიას არავითარი მეცნიერული საფუძველი არ აქვს. მიირთვით რაც გინდათ და მშვიდად იცურავეთ ტბასა თუ ზღვაში.

    3. სითბო თავიდან ცისკენ მიდის

    როცა ბავშვს ქუდის დახურვა არ უნდოდა, დედა ეუბნებოდა, რომ თავიდან მთელი სითბო აფრინდება ცაში და ბავშვს ძალიან შესცივდება. კვლევებით ეს ფაქტი არ დასაბუთდა. რეალურად, თავზე იმიტომ გვცივა, რომ ღიაა: სახეზე ვერაფერს ჩაიცვამთ, კიდურებისგან განსხვავებით. შარფით წარბებამდე შენიღბვას კი აზრი არ აქვს – ნესტოდან გამოსული თბილი ჰაერი წამიერად ჯდება კანზე და წარმოქმნის ყინულის უთხელეს ფენას. უბრალოდ ატარეთ ტანსაცმელი ამინდის მიხედვით.

    4. გამოქვაბულის ადამიანები – ჩვენი წინაპრები, რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ

    ამის მეც დიდხანს მჯეროდა. მსგავსი მოსაზრების გასაბათილებლად გავიხსენოთ, თუ რას ნიშნავს “გამოქვაბულის ადამიანები”. რეალურად, ასეთი ტერმინი არ არსებობს – ეს ქვის ხანის ადრეული ფერმერებისა და მონადირე-შემგროვებლების ძველმოდური სახელწოდებაა. გამოქვაბულები, რა თქმა უნდა, პალეოლითის ეპოქაში გამოიყენებოდა, როგორც სასაფლაო. მათი კედლები ადამიანებისთვის სუდრის მოვალეობას ასრულებდა, შტორმის დროს კი აქ დამალვა იყო შესაძლებელი. თუმცა, ველური ცხოველები, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, ასევე იყენებდნენ ამ ტერიტორიას. ამიტომ იმ ადგილებში ძილი და ცხოვრება, სადაც დათვი და გიენა წვიმას ემალებიან, ნამდვილად უცნაური იქნებოდა. ოჯახები “დახრილი ქოხების” ბანაკებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ტყის თხილის დახრილ ტოტზე გადაფარებულ ცხოველბის ტყავებს წარმოადგენდა. ქვის ხანის ბოლოს დაიწყო დიდი ხის ოთახების მშენებლობა, უმეტესად, შეკრებისთვის.

    5. თუ ტელევიზორთან ახლოს დაჯდებით, დაბრმავდებით

    არა. იჯექით იმდენად ახლოს, რამდენადაც მოგესურვებათ. რეალურად, ექსპერტების აზრით, ტელევიზორის ყურება თვალის მუდმივ დაზიანებას არ იწვევს. ცისფერი შუქი, რომელსაც ეკრანი ასხივებს, შეიძლება იწვევდეს თვალის ბროლის დროებით დაძაბულობას, თუმცა ტელევიზორი მხედველობის ორგანოზე მოქმედებს იმის მიუხედავად, თუ რა მანძილით ხართ მისგან დაშორებული. თუ ტელევიზორთან დიდ დროს ატარებთ, იყიდეთ შუქმფილტრავი სათვალეები. დღეს მათ ნებისმიერ ოპტიკურ მაღაზიაში იპოვით.

    6. გაღვიძებული მთვარეული შეიძლება შიშისგან მოკვდეს

    თუ მთვარეულს საფრთხე არ ემუქრება, დაე იძინოს. ასეთი ადამიანის გაღვიძების მცდელობისას, რომ იცოდეთ, საფრთხე მთვარეულს კი არა, მას უფრო ემუქრება, ვინც აღვიძებს. მთვარეული ადამიანები შეიძლება აგრესიული იყვნენ მათ მიმართ, ვინც შეტევის დროს შეაწუხებს. თუ ეს შესაძლებელია, უმჯობესია, ფრთხილად მიაბრუნოთ მძინარე საწოლის მხარეს ან მის გვერდით იაროთ, რათა დარწმუნდეთ, რომ საჭესთან არ დაჯდება ან აივანზე არ გავა. ვერ აბრუნებთ სომნამბულს საწოლში? მაშინ გამოიყენეთ მკვეთრი, ხმამაღალი ხმაური დისტანციურად, მაგალითად, ტაში დაუკარით.

    7. პინგვინები მონოგამები არიან

    სამწუხაროდ, ასე არაა. პინგვინების ზოგიერთი სახეობა ნამდვილად მონოგამია, ოღონდ მხოლოდ შეჯვარების პერიოდში. ისინი, ჩვეულებრივ, ყოველწლიურად ახალ პარტნიორს პოულობენ. გარდა ამისა, მამრებს უმეტესად 1 მეორე ნახევარი ჰყავთ 1 სეზონზე, მდედრები კი სამამდე პარტნიორთან ჯვარდებიან. მამრების ძალიან მცირე რაოდენობას თუ ჰყავს ორი პარტნიორი.

    8. სტაფილოს ჭამით მხედველობას გაიუმჯობესებ

    საერთოდ, მხედველობას აუმჯობესებს A ვიტამინი, რომელსაც სტაფილო არ შეიცავს. იგი შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელსაც ორგანიზმი საჭირო ნივთიერებად აქცევს. მსგავსი თვისება სხვა პროდუქტსაც აქვს(კარტოფილი, კომბოსტო, ისპანახი, გოგრა, გარგარი, ნესვი). საჭირო ვიტამინს კი კვერცხი და რძე შეიცავს.

    9. ძაღლები ყველაფერს შავ-თეთრად ხედავენ

    ცდებით. მართალია, ძაღლს არ შეუძლია ფერების სრული სპექტრის გარჩევა, ადამიანების მსგავსად, თუმცა, შავ-თეთრად ნამდვილად არ ხედავენ. ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრები არჩევენ ყვითელ, ცისფერ და ნაცრისფერ ტონებს. ამიტომ, თუ ლეკვისთვის სათამაშოს არჩევთ, აიღეთ მკვეთრი ყვითელი ფერისა. თქვენს მეგობარს ადამიანის მხედველობის სიმახვილის მხოლოდ 20-40% აქვს, სამაგიეროდ, სიბნელეში იგი გაცილებით უკეთ ხედავს, ვიდრე მისი პატრონი.







    წყარო: unique.ge
    46 ნახვა
    Загрузка...
    13-08-2019, 07:51
    Загрузка...
    News-ები
    Загрузка...