თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

მარტივი საზაფხულო დიეტა 1 კვირაში 5 კგ-ს დაგაკლებინებთ

რაზე უნდა ვთქვათ უარი, რომ მიმზიდველობა და მოხდენილი ფორმები შევინარჩუნოთ?

„აკრძალული პროდუქტების“ სიაში ნომერ პირველ ადგილას უნდა აღმოჩნდეს ისეთი სასმელები, როგორიცაა ლიმონათი, კოკა-კოლა, გაზიანი ბუხარი. ეს სასმელი სჯობს გემრიელი ხილისა და მცენარეების ჩაით, კომპოტით და კენკრის კოქტეილით ჩაანაცვლოთ.

ბოლო დროს წვენების ნარევის კოქტეილი ძალიან პოპულარული გახდა. მაგალითად, საკმარისია ფორთოხლის (ან ვაშლი, მსხალი, გრეიფრუტი, კენკრა) წვენი და დაქუცმაცებული ბანანი დააბლენდეროთ და თქვენ გემრიელ, გრილ და ორგანიზმისთვის სასარგებლო სასმელს მიიღებთ.

ზაფხულში რაღაც მსუბუქი და სწრაფად ასათვისებელი პროდუქტები უნდა მიიღოთ, რომლებიც კუჭს არ დაამძიმებენ. სწორედ ამიტომ, ოპტიმალური ვარიანტი იქნება ნაზი დიეტის დაცვა და ზოგჯერ მცირე სისუსტის გამოვლენა საზაფხულო ტკბილეულის, ნაყინის მიმართ.

საზაფხულო დიეტა

ჯანსაღი საზაფხულო დიეტის სახით „წვნიანის დიეტას“ გთავაზობთ, რომლის მთავარ კერძს ბოსტნეულის წვნიანი წარმოადგენს. წვნიანი ნებისმიერი რაოდენობით და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამითაც კი შეგიძლიათ მიირთვათ. წვნიანის გარდა შეგიძლიათ სხვა პროდუქტებიც მიიღოთ. სასურველია სუფთა წყალი, მწვანე უშაქრო ჩაი, წვენი და კომპოტი დალიოთ. ალკოჰოლი აკრძალულია. ამ დიეტის დაცვით 5 კგ-მდე დაკლებას შეძლებთ.

წვნიანის რეცეპტი

ინგრედიენტები:

6 დიდი ზომის ხახვი
4 დიდი ზომის სტაფილო
4 საშუალო ზომის პომიდორი
2 ტკბილი წიწაკა
0,5 კომბოსტო
1 კონა ოხრახუში
მომზადება:

ყველაფერი დააქუცმაცეთ, წყალი დაასხით, რომ ძალიან სქელი არ იყოს და 1 საათით ხარშეთ.

წვნიანის მიღება:

1-ელი დღე: ხილი ნებისმიერი რაოდენობით (ბანანის და ყურძნის გარდა) და წვნიანი;

მე-2 დღე: ბოსტნეული ნებისმიერი რაოდენობით (პარკოსანი პროდუქტების და ბარდის გარდა) და წვნიანი;

მე-3 დღე: ხილი და ბოსტნეული (ბანანის და კარტოფილის გარდა) და წვნიანი.

მე-4 დღე: 5-6 ბანანი, უცხიმო რძე და წვნიანი.

მე-5 დღე: 300-400 გრ ცხოველური წარმოშობის ცილა (მოხარშულო ძროხის ხორცი, ქათმის ხორცი კანის გარეშე ან თევზი) და წვნიანი;

მე-6 დღე: ძროხის ხორცი და ბოსტნეულის სალათი ნებისმიერი რაოდენობით და წვნიანი;

მე-7 დღე: მოხარშული ბრინჯი (ცხიმის გარეშე) სალათასთან ერთად. ხილი, ბოსტნეული, უშაქრო წვენი, ჩაი ან ყავა და წვნიანი;

დაიკელით მარტივად და მსუბუქად!






წყარო: unique.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა