თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

"გამორიცხულია, ნებისმიერი ფორმით ივანიშვილის გუნდთან ან მის რომელიმე სატელიტთან მონაწილეობა" - "ევროპული საქართველო"

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას 2020 წლის არჩვენებზე კულიციურ მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით აფასებს.

ბოკერიასთვის ივანიშვილის გუნდთან ან მის სატელიტ პარტიასთან ნებისმიერი ფორმით მიუღებელია.

„რატომ უნდა გამოაცხადო პროდასავლური ძალები შენთვის ყველაზე მიუღებლად. ის კი არ უთქვამს, რომ ამ ძალებთან უნდა არ ვითანამშრომლებ, ვინც პუტინთან დადისო, ეს არ არის მათთვის ორიენტირი, ორიენტირი არის პროდასავლური ძალები ზოგადად. „ევროპული საქართველოსთვის“ და ჩვენი პარტნიორებისთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ნომერ პირველი პოსტულატია, რომ გამორიცხულია, ნებისმიერი ფორმით ივანიშვილის გუნდთან ან მის რომელიმე სატელიტთან მონაწილეობა, რომ მთავრობა და ძალაუფლება შევუნარჩუნოთ რაიმე კონფიგურაციით ივანიშვილის გუნდს" - აღნიშნა ბოკერიამ.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა