X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
მინუს 6 კილოგრამი 8 დღეში. წყლის დიეტა, რომელსაც გამოცდილი დიეტოლოგები გვთავაზობენ
  • მინუს 6 კილოგრამი 8 დღეში. წყლის დიეტა, რომელსაც გამოცდილი დიეტოლოგები გვთავაზობენ

    უამრავი გამოცდილი დიეტოლოგის მტკიცებით, სავსებით შესაძლებელია წონის დაკლება, თუ წყალს სწორად მივიღებთ. გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში, თქვენ ასევე შეძლებთ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ამაღლებას.

    ამ მეთოდის განსაკუთრებულობას კი წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საკუთარ კვების რაციონში მოგიწევთ მინიმალური ცვლილებების შეტანა. ცვლილებებში იგულისხმება ზედმეტად ცხიმიან, მარილიან და ტკბილ პროდუქტებზე უარის თქმა.

    წყლის დიეტის პრინციპები

    საკვების მიღების წინ ყოველთვის მიირთვით წყალი. თუ თქვენი სადილი, საუზმე ან ვახშამი საკვების მცირე ულუფით შემოიფარგლება, მიირთვით ჭამამდე მხოლოდ 1 ჭიქა წყალი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ულუფა დიდია, მიირთვით 2 ან 3 ჭიქა წყალი.ჭამიდან ზუსტად 2 საათის გასვლის შემდეგ, მიირთვით იმავე რაოდენობის წყალი, რამდენიც ჭამის წინ.წყლის დიეტის დაცვის დროს შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი კერძი და მცირეოდენი ალკოჰოლიც კი, თუმცა იმ პირობით, თუ ყოველ 100 გრამ ალკოჰოლს 200 გრამი წყლით აანაზღაურებთ.წყალი აუცილებლად უნდა იყოს არაგაზირებული. ამ დიეტის მეტი ეფექტურობისთვის, ჩაამატეთ 1 ჭიქა წყალში ლიმონის პატარა ნაჭერი ან მისი წვენი.ყოველდღიურად უნდა მიიღოთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი. 5-6 ლიტრზე მეტმა წყალმა შეიძლება დააზიანოს საშარდე სისტემა.ჭამის პროცესში არ არის რეკომენდირებული სითხის მიღება.რეკომენდირებულია დღის განმავლობაში საკვების ერთი ულუფის ამოღება და მისი წყლით ჩანაცვლება.


    რატომაა ეფექტური ეს სისტემა წონის დასაკლებად?

    თქვენი კუჭი ივსება წყლით, რის ხარჯზეც გიქვეითდებათ მადა.
    წყლის დიეტის დაცვის დროს საკვების მცირე ულუფაც კი გვანაყრებს.
    წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და წიდებს.
    თქვენ აღარ გექნებათ მოთხოვნილება სხვა მაღალკალორიულ სასმელებზე.
    წყლის დიეტა უკუჩვენებითია:

    გულ-სისხლძარღვთა დაავადებით შეპყრობილი ადამიანებისთვის.
    ადამიანებისთვის, რომელთაც საშარდე სისტემის დაავადებები აწუხებთ.
    მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის.
    წყლის დიეტა – უტყუარი, ძალზედ ეფექტური მეთოდი, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ. თუ ამ დიეტის პარალელურად მიმართავთ მარტივ ფიზიკურ ვარჯიშებს, შედეგი ხანმოკლე დროში გაგაოცებთ!





    წყარო: unique.ge
    12 ნახვა
    Загрузка...
    13-08-2019, 08:40
    Загрузка...