თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ხელისუფლება ვალდებულია დაეხმაროს ხალხს“ - ამ ლიზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან სამშენებლო კომპანია "სვეტის" საცხოვრებლების მომავალმა მესაკუთრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

შეკრებილების განმარტებით, კომპანია "სვეტის" მიერ, თამარის დასახლებაში 2018 წელს დაწყებული მშენებლობის შეჩერებამ მოსახლეობა დააზარალა, რადგან მათ ბინების შესაძენად თანხა წინასწარ გადაიხადეს.

ისინი 2016 წელს დაწყებული მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებენ და ითხოვენ, გაუქმდეს ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება, რომელიც აშენებული ექვსი სართულის დემონტაჟს ითვალისწინებს, მშენებლობა კი სხვა კომპანიამ უნდა დაასრულოს.

ბათუმში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ისინი დამნაშავე პირების დაკავებასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. საუბარია 100 ათასობით ლარსა და 400-მდე დაზარალებულ ადამიანზე, რომელთა უმრავლესობა ემიგრანტია.





წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა