თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 2 თვე, როცა წყვილის დაშორების საფრთხე იზრდება

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმე მილიონი წყვილის ოჯახური ურთიერთობის კვლევა ჩაატარეს და ამ საინტერესო შედეგამდე მივიდნენ.

პროფესორი, სოციოლოგი ჯულია ბრაინსი და მეცნიერებათა კანდიდატი ბრაიან სერაფინი კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის ყველაზე „დაწყევლილი“ თვეებია: მარტი და აგვისტო.

რატომ მარტი და აგვისტო?
მეცნიერების ვარაუდით, აქ საქმე გვაქვს მოლოდინების გაცრუებასთან. მარტი ზამთრის დასასრულია, აგვისტო - ზაფხულის ფინალი. ამ ორი სეზონის დასაწყისში ადამიანი რაღაც ახალს, სასიამოვნო ცვლილებებს ელის. ზამთარში მოლოდინია, რომ შობა, ახალი წელი, ზამთრის არდადეგები ზღაპრული იქნება. ზაფხულში კი - შვებულების სეზონზე ზღვის ნაპირზე დასვენებისა და რომანტიკულ გარემოში მოხვედრის იმედი გვაქვს.

და როცა რეალობა ისეთი არ არის, რასაც ველოდებით, ჩნდება ეჭვი: აქვს კი აზრი ერთსა და იმავე წრეში ტრიალს? იქნებ ეს პარტნიორია ჩემი მუხრუჭი წარმატებების გზაზე?

მაგრამ გახსოვდეთ: გვერდით მყოფი ადამიანი პალტო ხომ არ არის, გაზაფხულზე მარტივად რომ გამოიცვალოთ და უფრო შესაფერის სამოსში გამოეწყოთ.
იქნებ სჯობდეს, მისცეთ ერთმანეთს შანსი, ხელი შეუწყოთ ერთმანეთის მოლოდინების ასრულებას. რა გარანტიაა, რომ ახალი პარტნიორი შეცვლის თქვენს ცხოვრებას?





წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა