თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

ზელენსკის პასუხი პუტინს - პასპორტის მიღების გამარტივება რუსეთის მოქალაქეთათვის, ვინც უკრაინის უსაფრთხოებისთვის იბრძოდა, ან საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას განიცდის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის იბრძოდნენ, ან საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას განიცდიან, უკრაინული პასპორტის მიღება უმარტივდებათ. ეს არის პასუხი ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე, რომელმაც დონბასის რეგიონში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის პასპორტის მიღება გაამარტივა.
განკარგულების თანახმად, ულრაინის მოქალაქეობის მიღება უმარტივდება ყველა უცხოელს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ობრძოდნენ.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ეს დადგენილება ხელს უწყობს ადამიანის უფლებებისა და თავიუფლებების დაცვას. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ამ თხოვნით უკრაინას მიმართავენ, უარი უნდა თქვან საკუთარი ქვეყნის მოქლაქეობაზე, ასევე წარმოადგინონ პოლიტიკური დევნის საბუთი.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა